“ბარსელონას” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საწვრთნელი ბაზის მთავარ სტადიონს გუნდის ყოფილი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას სახელი ეწოდა.
ტიტო ვილანოვა, 2007-2012 წელებში, პეპ გვარდიოლას ასისტენტი ჯერ “ბარსა ბ”-ში, შემდეგ კი კატალონიელთა პირველ გუნდში იყო. 2012 წელს მან გვარდიოლა შეცვალა, მაგრამ 2013 წლის ზაფხულში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვილანოვამ დაკავებული პოსტი დატოვა.
ტიტო ვილანოვა 2014 წლის 25 აპრილს, 45 წლის ასაკში, ყელის სიმსივნით გარდაიცვალა.