ფეხბურთი

20:13 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” პუიოლი, მესი და მასკერანო დაუბრუნდნენ

პიკე, ალვესი და სანჩესი ისვენებენ

“ოსასუნასთან” გასამართი მატჩის წინ, “ბარსელონას” განაცხადში არაერთი სიახლეა – გუნდს მესი, პუიოლი და მასკერანო უბრუნდებიან, ხოლო ალვესი, პიკე და სანჩესი დაისვენებენ.

222 დღის შემდეგ, “ბარსას” კაპიტანი, კარლეს პუიოლი გუნდის განაცხადში მოხვდა. 35 წლის ცენტრალურმა მცველმა ტრავმა სრულად მოირჩინა და ის ხერარდო მარტინოს განკარგულებაშია.

განაცხადში მოხვდა გუნდის ლიდერი ლიონელ მესი, რომელმაც ტრავმის გამო, კატალონიელთა ბოლო 2 თამაში გამოტოვა.

რაც შეეხება მესის თანამემამულე მასკერანოს, ის 24 სექტემბრის შემდეგ უქმობდა, თუმცა არგენტინელმა უკანახაზელმა გამოჯანმრთელება მოახერხა.

მესის, პუიოლისა და მასკერანოს გარდა, ტრავმა მოირჩინა ისააკ კუენკამაც, მაგრამ მარტინომ ის განაცხადს მიღმა მაინც დატოვა.

პამპლონაში არ გამეგზავრებიან ხერარდ პიკე, ალექსის სანჩესი და დანი ალვესი. ამის მიზეზი ისაა, რომ მწვრთნელი მათ დასვენების საშუალებას აძლევს.

0.118171