კატალონიის „ბარსელონა“ წარუმატებელ ასპარეზობას განაგრძობს. უმიზნოდ და უმოტივაციოდ დარჩენილმა ხერარდო მარტინოს გუნდმა „ხეტაფესთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩში მორიგი ქულები დაკარგა.
„ბარსელონამ“ მატჩი კარგად დაიწყო, მაგრამ 3 ქულა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაკარგა. კატალონიელებმა ანგარიში 23-ე წუთზე გახსნეს - დანი ალვესის დაბალ გადაცემას ლიონელ მესი გამოეხმაურა და თავის ანგარიშს მორიგი გოლი შემატა. ტაიმის დასრულებამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე, „ხეტაფეს“ ფეხბურთელთა მიერ გათამაშებული საჯარიმო ანხელ ლაფიტამ ზუსტი დარტყმით დაასრულა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გაიყვანა.
69-ე წუთზე, ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა კატალონიელთა ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი, რომელმაც შანსი გამოიყენა და მასპინძლები კიდევ ერთხელ დააწინაურა. საქმე ისე მიდიოდა, რომ „ბარსელონას“ 3 ქულა უნდა აეღო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში, ლაფიტამ მორიგი ზუსტი დარტყმა შეასრულა და „ხეტაფეს“ ქულა გადაურჩინა - 1:1.
ანდალუსიაში სტუმრად ჩასულმა „ელჩემ“ „მალაგას“ სწრაფი გოლი გაუტანა და ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ზრუნვა. 68-ე და 82-ე წუთებზე, მსაჯმა სტუმრებს ტონიო და ალბერტო ბოტია გაუძევა, რითაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. მიუხედავად ამისა, „ელჩემ“ 9-კაციანი შემადგენლობით გმირულად გაძლო და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.
3 ქულის მოსაპოვებლად, ერთი გოლი ეყო „ვალიადოლიდსაც“, რომლის მეტოქეც „ესპანიოლი“ გახლდათ. ვალიადოლიდელები მე-20 წუთზე ანტონიო რუკავინამ დააწინაურა და ამის შემდეგ, ტაბლოზე დაფიქსირებული ციფრები აღარც შეცვლილა - 1:0.
ვიგოს „სელტა“ „ოსასუნას“ ეწვია და შინ 3 ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდა. ვიგოელთა შემტევმა ნოლიტომ მეტოქეს პირველ ტაიმში დუბლი შეუსრულა და „სელტას“ 2:0 მოაგებინა.
ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 70110
ბარსელონა - ხეტაფე 2:2 (1:1)
ბარსელონა: პინტო, ალვესი, მასკერანო (ფაბრეგასი 66), ბარტრა, ადრიანო, ბუსკეტსი, ჩავი (სონგი 87), ინიესტა, სანჩესი, პედრო (ტელიო 90), მესი.
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
ხეტაფე: სეზარი, ვალერა, რუანო, ლოპესი, ესკუდერო, ლასენი (მიჩელი 86), როდრიგესი, ლაფიტა, სარაბია, სამირი (მოსკერა 68), კოლუნგა (გავილანი 45).
მწვრთნელი: კოზმინ კონტრა
გოლი: 1:0 მესი (23), 1:1 ლაფიტა (37), 2:1 სანჩესი (67), 2:2 ლაფიტა (90)
გაფრთხილება: მასკერანო (36), ალვესი (38), ადრიანო (90) - ლაფიტა (42), გავილანი (65)
კარში დარტყმა: 21 (8) – 8 (5) ჯარიმა: 13 - 6 კუთხური: 11 - 3 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 75% - 25% სეივი: 3 – 6
მალაგა. „ლა როსალედა“. 22000
მალაგა - ელჩე 0:1 (0:1)
მალაგა: კაბალიერო, ველიგტონი, ანტუნეში, ხამესი (ელიზეუ 61), ფლავიუ, დუდა, იაკოვენკო, კამაჩო (ხუანმი 53), დარდერი, სანტა კრუსი, სამუ (პერესი 46).
მწვრთნელი: ბერნდ შუსტერი
ელჩე: ერერა, სისმა, სუარესი, პელეგრინი, ბოტია, სანჩესი, მარკესი (ლომბანი 84), პერესი, როდრიგესი, კორომინასი (ხილი 75), ბოაკე (ერერა 52).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
გოლი: 0:1 როდრიგესი (11)
გაფრთხილება: დუდა (69) - სანჩესი (19), სუარესი (26), მარკესი (52), ერერა (90)
გაძევება: ტონიო (68), ბოტია (82)
კარში დარტყმა: 7 (2) – 10 (3) ჯარიმა: 18 - 13 კუთხური: 8 - 2 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 67% - 33% სეივი: 2 – 2
პამპლონა. „ელ სადარი“. 19000
ოსასუნა - სელტა 0:2 (0:2)
ოსასუნა: ფერნანდესი, დამია, ფლანიო, ბერტრანი, არიბასი, პუნიალი, სილვა, დე ლას კუევასი (აკუნია 46), არმენტეროსი (ლობატო 70), ტორესი (სეხუდო 73), რიერა.
მწვრთნელი: ხავი გრასია
სელტა: ალვარესი, ლოპესი, ფონტასი (გოლდარი 77), ორტენეჩე, ხონი, კრონ-დელი, ოუბინია, ფერნანდესი (მადინდა 72), ორელიანა, ბერმეხო (მინა 70), ნოლიტო.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლი: 0:1 ნოლიტო (20), 0:2 ნოლიტო (34)
გაფრთხილება: ხონი (74)
კარში დარტყმა: 23 (11) – 14 (4) ჯარიმა: 11 - 12 კუთხური: 12 - 6 თამაშგარე: 7 - 4 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 2 – 11
ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“.
ვალიადოლიდი - ესპანიოლი (1:0)
ვალიადოლიდი: ხიმენესი, რუკავინა, ვალიენტე, პენია, მიტროვიჩი, ლარსონი, ოსკარი, პერესი (ბარაჰა 89), როსი (რუედა 71), მანუშუ (ხეფრენი 68), გერა.
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, როდრიგესი, ფუენტესი, სიმაუ (ლანსაროტე 66), სანჩესი, ფერნანდესი (კორდობა 60), ლოპესი, გარსია, პიცი.
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
გოლი: 1:0 რუკავინა (20)
გაფრთხილება: როსი (44), მიტროვიჩი (86), გერა (87) - პიცი (39), მორენო (73)
გაძევება: პიცი (72)
კარში დარტყმა: 10 (4) – 9 (3) ჯარიმა: 14 - 20 კუთხური: 4 - 8 თამაშგარე: 4 - 3 ბურთის ფლობა: 45% - 55% სეივი: 3 – 3