ფეხბურთი

19:14 | 10.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” ჩავი, ინიესტა და ტელიო დაუბრუნდნენ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, “სელტიკთან” გასამართი თამაშის წინ, “ბარსელონაში” მატებაა. კატალონიურ გუნდს ტრავმამოშუშებული ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და კრისტიან ტელიო დაუბრუნდნენ.

ჩავიმ და ინიესტამ, მცირე დაზიანებების გამო, “კარტახენასთან” გამართული სათასო დაპირისპირება გამოტოვეს. კრისტიან ტელიოს უქმობა “ბარსელონას” ბოლო 4 თამაშის განმავლობაში უწევდა. დღეს, სამივე ამ ფეხბურთელმა ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო და ტატა მარტინომ ისინი “სელტიკთან” მატჩის განაცხადში შეიყვანა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველად ითამაშებს ხორდი ალბა, რომელმაც ტრავმა ახალახანს მოირჩინა.

განაცხადში მოხვდნენ ახალგაზრდა თავდამსხმელები, ადამა ტრაორე და ჟან მარი დონგუ.

გუნდს კვლავ ვერ ეხმარებიან ვიქტორ ვალდესი, ლიონელ მესი, იბრაჰიმ აფელაი, ჯონათან დოს სანტოსი და ისააკ კუენკა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111681