ფეხბურთი

13:05 | 18.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსამ” ვილია 15 მილიონად შეაფასა

 

კატალონიის “ბარსელონა” 31 წლის ფორვარდის – დავიდ ვილიას გაყიდვის წინააღმდეგი არაა. Barcastuff-ის ცნობით, თუკი მსურველი კლუბი იმ თანხას გადაიხდის, რასაც კატალონიელები ითხოვენ, ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო სეზონში შედგება.

Sport.es-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” ვეტერანი ესპანელის გასხვისებას 15 მილიონ ევროდ გეგმავს. რამდენადაც ცნობილია, ვილიას ხილვით ლონდონის “არსენალია” დაინტერესებული.

აღსანიშნავია, რომ “მეთოფეებს” ასტურიელი მეგოლის გადაბირება ზამთრის სატრანსფერო სეზონშიც სურდათ, მაგრამ “ბარსელონამ” ტრანსფერზე უარი განაცხადა.

0.113648