ფეხბურთი

1:39 | 13.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსამ“ ჩემპიონობა მოგებით აღნიშნა

კატალონიელები „რეალის“ რეკორდს უმიზნებენ

„ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას „ბარსელონა“ ჩემპიონის რანგში შეხვდა. შესაბამისად, ვიხილეთ ესპანეთში ტრადიციად ქცეული საპატიო კორიდორი, რომელსაც ჩემპიონ გუნდს მისი მეტოქე უკეთებს ხოლმე. ძლიერ მეტოქესთან სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში, „ბარსამ“ 3 ფეხბურთელი დაკარგა. ტრავმების გამო შეცვალეს დანი ალვესი და ადრიანო, ხოლო 68-ე წუთზე, როდესაც ვილანოვას სამივე ცვლილება განხორციელებული ჰქონდა, კუნთი დაიზიანა მესიმ, რომლის გასვლის შემდეგ, „ბარსა“ კაცნაკლული დარჩა. ამ დროისთვის, კატალონიელები აგებდნენ, მაგრამ 3 ქულა მაინც მათ დარჩათ.

მესის მიერ მოედნის ნაადრევად დატოვება „ატლეტიკოს“ არგენტინელის სარეკროდო სერიის შეწყვეტაში დაეხმარა. აქამდე, მესის გოლი ლა ლიგის ზედიზედ 21 თამაშში ჰქონდა გატანილი.

ანგარიში 51-ე წუთზე გაიხსნა. სტუმართა საჯარიმოს მისადგომებთან ბოლომდე იბრძოლა გაბიმ, რომელმაც ფალკაო დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და გუნდებს შორის პირველ წრეში გამართული შეხვედრის მსგავსად, კოლუმბიელმა ანგარიშის გახსნა ამჯერადაც მოახერხა.

„ბარსამ“ 72-ე წუთზე გაათანაბრა. ბოლო დროს ძალზე შედეგიანად ათამაშებულმა ალექსის სანჩესმა ფაბრეგასის გადაცემით იხეირა. მალევე, შეცვლაზე შესული ვილია არაზუსტად ურტყამდა, მაგრამ ბურთი გაბის მოხვდა და „ატლეტიკოს“ კარში აღმოჩნდა.

ამ მოგების წყალობით, ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, „ბარსას“ 91 ქულა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ კატალონიელებს შანსი აქვთ თავი 100 ქულას მოუყარონ და „რეალის“ მიერ გასულ სეზონში დამყარებული რეკორდი გაიმეორონ.

ზედიზედ მეორედ იმარჯვა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა „ვალენსიამ“, რომელსაც ბოლო 5 გასვლით მატჩში მოგება არ ჰქონდა. „ღამურებმა“ ერთ დროს ანგარიშგასაწევ ძალას, მაგრამ ახლა ძალზე ცუდ ფორმაში მყოფ „რაიოს“ მადრიდში 4:0 მოუგეს. გოლი ზედიზედ მე-5 თამაშში გაიტანა რობერტო სოლდადომ, რომელმაც პირველ ტაიმში დუბლი გაიფორმა. მე-2 ნახევარში, თითო ბურთი გუარდადომ და ვალდესმა გაიტანეს.

ანდალუსიურ დაპირისპირებაში, ერთმანეთს ვერ გაუტანეს „მალაგამ“ და „სევილიამ“. ამ მატჩში  მოგება „სევილიას“ უფრო ჭირდებოდა, რადგან „მალაგა“ თითქმის უმოტივაციოდ თამაშობს. მანუელ პელეგრინის გუნდის ამოცანა საუკეთესო შვიდეულში მოხვედრაა და მე-8 ადგილთან მას 7 ქულა აშორებს. სწორედ მე-8 პოზიციააა „სევილიას“ მიზანი. როგორც იცით, „მალაგას“ ევროტურნირებზე ერთწლიანი დისკვალიფიკაცია აქვს და თუ ანდალუსიელები ევროპის ლიგის ზონაში მოხვდნენ, მის ნაცვლად, ტურნირის საგზური მე-8 ადგილზე გასულ გუნდს ერგება.

ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა კიდევ ერთმა ანდალუსიურმა გუნდმა, „ბეტისმა“ ბოლო 5 მატჩში პირველად იმარჯვა. პეპე მელის შეგირდებმა ლიგა ადელანტეში გასავარდნად გამზადებულ „სელტას“ სძლიეს.

 

რაიო-ვალენსია 0:4 (0:2)

მადრიდი, “რაიო ვალიეკანო” 12500

რაიო (4-2-3-1): რუბენი, აბრილია (პერერა 53), ამატი, ფიგერასი, კაზადო (ნაჩო მარტინესი 29), ფუეგო, ტრაშორასი, კარლოსი (ლასი 64), დომინგესი, პიტი, დელიბასიჩი.

მწვრთნელი: პაკო ხემესი.

ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა, პერეირა, რ. კოშტა, მატიო, გუარდადო, პარეხო, ალბელდა (ვიქტორ რუისი 78), ფეგული, ბანეგა, პიატი (სისოკო 56), სოლდადო (ვალდესი 83).

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე.

გოლები: 0:1 სოლდადო (28, პენ), 0:2 სოლდადო (34), 0:3 გუარდადო (62), 0:4 ვალდესი (90+2).

გაფრთხილებები: ფიგერასი 27, დომინგესი 40, დელიბასიჩი 45, ნაჩო მარტინესი 60, ამატი 71 - გუარდადო 39, ფეგული 89.

მსაჯი: დელგადო ფერეირო.

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 8 (3)-12 (8), კუთხური: 8-4, თამაშგარე: 4-3, სეივი: 3-5, ჯარიმა: 14-9.

 

ბეტისი-სელტა 1:0 (0:0)

სევილია, “ბენიტო ვილიამარინი” 38547

ბეტისი (4-2-3-1): ადრიანი, ჩიკა, ამაია, პედრო მარიო (პაულაო 70), ნ. პერესი, რ. პერესი, ეჩებარია, პაბონი, იგიებორი (სევილია 54), კარლოსი (ვადილიო 59), კასტრო.

მწვრთნელი: პეპე მელი.

სელტა (4-2-3-1): ვარასი, კასტრო (პრანიიჩი 82), ვილა, ტუნიესი, ლაგო (ტონი 75), ინსა, უბინა, ფერნანდესი, ორელიანა (დე ლუკასი 54), დელი, ასპასი.

მწვრთნელი: აბელ რეზინო.

გოლი: 1:0 კასტრო (68).

გაფრთხილებები: ამაია 51, ვადილიო 69, კასტრო 69, პერესი 80 - ინსა 23, კასტრო 42, ვილა 66.

მსაჯი: ფ. ტეიშეირა ვიტიენესი.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 13 (6)-5 (4), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 6-6, სეივი: 4-4, ჯარიმა: 17-14.

 

ატლეტიკო-ბარსელონა 1:2 (0:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი” 43000

ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ინსუა, ტიაგო, გაბი, კოკე, ადრიანი (ტორესი 76), თურანი (როდრიგესი 64), ფალკაო (კოშტა 68).

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.

ბარსელონა (4-3-3): პინტო, ალვესი (ბარტრა 42), პიკე, ადრიანო (ვილია 60), ალბა, ფაბრეგასი, სონგი (ბუსკეტსი 60), ინიესტა, სანჩესი, მესი, ტელიო.

მწვრთნელი: ტიტო ვილანოვა.

გოლები: 1:0 ფალკაო (51), 1:1 სანჩესი (72), 1:2 გაბი (80, ს.კ.).

გაფრთხილებები: ინსუა 90 - სანჩესი 73, ფაბრეგასი 74.

მსაჯი: პერეს მონტერო.

ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 8 (3)-10 (5), კუთხური: 3-2, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-2, ჯარიმა: 18-10.

 

მალაგა-სევილია 0:0

მალაგა, “ლა როზალედა

მალაგა (4-2-3-1): კამენი, გამესი, ლუგანო, ველიგტონი, ელიზეუ (ანტუნესი 47), კამაჩო, იტურა, ხოაკინი (სანტა კრუსი 82), ისკო, მორალესი (დუდა 45), ბაპტიშტა.

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.

სევილია (4-2-3-1): ბეტო, კოკე (სისინიო 70), კალა, ნავარო, მორენო, მედელი, კონდოგბია (მადურო 87), ნავასი, რაკიტიჩი, პეროტი (მანუ 59), ნეგრედო.

მწვრთნელი: უნაი ემერი.

გაფრთხილებები: ისკო 37, გამესი 40, ბაპტისტა 80, ლუგანო 87 - მორენო 50, მანუ 77, მედელი 79.

მსაჯი: პერეს ლასა.

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 7 (1)-8 (2), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 2-3, სეივი: 2-1, ჯარიმა: 11-15.

0.175009