ფეხბურთი

17:39 | 8.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსა” ტიაგუ სილვაში ფულსა და პედროს ჩამოდის

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, “ბარსელონას” იმდენად სურს პსჟ-ს ცენტრალური მცველის, ტიაგუ სილვას შეძენა, რომ კატალონიელები მზად არიან, ბრაზილიელის სანაცვლოდ, პედრო როდრიგესსაც შეელიონ.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ბარსა” ცენტრალურ მცველს შეიძენს. კანდიდატთა დასახელების დროს, ყველაზე ხშირად მატს ჰუმელსისა და ტიაგუ სილვას სახელები ისმის. კატალონიური პრესის ცნობით, გერმანელს ტიტო ვილანოვა იწუნებს, რომლის პრიორიტეტი ტიაგუ სილვაა.

გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ სილვას 45 მილიონ ევროზე იაფად არ შეელევა, “ბარსა” კი ერთ ფეხბურთელში ამხელა თანხის გადამხდელი არაა. ესპანური Cadena Cope-ს ცნობით, კატალონიელები მზად არიან, ტიაგუ სილვას სანაცვლოდ, პსჟ-ს, ფულის გარდა, პედრო როდრიგესიც შესთავაზონ. იგივე წყაროს ინფორმაციით, “ბარსა” პარიზელებს ოფიციალური წინადადებით უახლოეს მომავალში მიმართავს.

0.133075