კატალონიის “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი ახალწვეულ ნეიმარს დასვენების საშუალებას მისცემს. ამის შესახებ კატალონიელთა დამრიგებელმა ხერარდო მარტინომ განუცხადა Marca-ს.
“ნეიმარს დასვენების საშუალება აუცილებლად უნდა მივცეთ. სადღეისოდ, “ბარსას” ფეხბურთელების მხრიდან ყველაზე მეტი ვიქტორ ვალდესმა და ნეიმარმა ითამაშეს. თუ გავითვალისწინებთ ბრაზილიელის სეზონისწინა პერიოდს, მისი თამაშით აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ”, - განაცხადა მარტინომ.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში, ნეიმარმა კონფედერაციის თასზე იასპარეზა.