ფეხბურთი

15:20 | 10.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსა”-“მილანი” ვიქტორ კაშაის ანდეს

უეფას ოფიციალურ საიტზე იმ მსაჯთა ვინაობა გამოქვეყნდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩებს განსჯიან. ჯერჯერობით, ცნობილია მხოლოდ 12 მარტს ჩასატარებელი მატჩების არბიტრები. 

ყველაზე დიდ ინტერესს კატალონიის “ბარსელონასა” და “მილანის” მატჩი იწვევს, რომლის გაწვრთნაც უნგრელ ვიქტორ კაშაის დაევალა. მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი მატჩი მილანელთა სასარგებლოდ – 2:0 დასრულდა. 
გელზენკირხენის “შალკესა” და “გალათასარაის” მატჩზე შვედი მსაჯები მიევლინებიან. უეფამ იუნას ერიქსონს დაავალა აღნიშნული შეხვედრის განსჯა. შეხსენებისთვის, ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში ფრე – 1:1 დაფიქსირდა.
0.118525