ფეხბურთი

22:51 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსა” დანი ალვეშს და სონგს გაყიდის

პოპულარულმა გამოცემა Marca-მ კატალონიის “ბარსელონას” სამომავლო სატრანსფერო გეგმა გაახმოვანა. ჟურნალისტების მტკიცებით, სათანადო წინადადების შემთხვევაში, მომავალ ზაფხულს კამპ ნოუელები მცველის დანი ალვეშისა და და შუახაზელის ალექს სონგის გასხვისების წინააღმდეგნი არ იქნებიან.

ბრაზილიელი უკანახაზელის შესაძლო გაშვების მიზეზად ასაკი სახელდება. ალვეში ამჟამად 31 წლისაა. კამერუნელი კი გუნდის სათამაშო სქემაში ვერ ჯდება და სავარაუდოდ ბარსელონადან წასვლა ამის გამო მოუწევს.

მიმდინარე სეზონის მსვლელობისას დანი ალვეშმა “ბარსას” ღირსება პრიმერა დივიზიონის 17 მატჩში (2 გოლი) და 5 საჩემპიონთალიგო ასპარეზობაში (ერთი გოლი) დაიცვა. აფრიკელს რაც შეეხება, ტატა მარტინომ სონგი საშინაო ჩემპიონატის 12 და 4 საერთაშორისო შეხვედრაში ათამაშა.

0.122142