ფეხბურთი

12:22 | 4.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსა” ბუსკეტსს, ინიესტასა და ადრიანოს დაასვენებს

 

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები – სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა და ადრიანო კორეია, “ვალიადოლიდთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის უახლოესი ტურის მატჩში არ ითამაშებენ. ამის შესახებ El Mundo Deportivo იუწყება.

კატალონიელთა თავკაცი ხერარდო მარტინო შემადგენლობის როტაციას აგრძელებს და ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას აძლევს. მოსალოდნელია, რომ ხსენებული ფეხბურთელების ადგილებს ალექს სონგი, მარტინ მონტოია და კრისტიან ტელიო დაიკავებენ.

ცნობისათვის, “ბარსელონასა” და “ვალიადოლიდის” დაპირისპირება შაბათს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111999