ფეხბურთი

11:08 | 4.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბარბარა გაცხარდა: გალიანი და ალეგრი შესაძლოა “მილანიდან” დაითხოვონ

 

იტალიური “მილანის” პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის შვილი ბარბარა, რომელიც კლუბში დირექტორის თანამდებობას იკავებს, სიტუაციის გამოსასწორებლად მილანელთა რიგებში დიდ რეორგანიზაციას გეგმავს.

ANSA-ს ცნობით, ბარბარამ მამამისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აუცილებელია კლუბიდან “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი და გუნდის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დაითხოვონ.

ბერლუსკონის ქალიშვილის აზრით, ეს ნაბიჯი აუცილებელია, რადგან “მილანი” ბოლო დროს ტრანსფერებზე ფულს არამიზნობრივად ხარჯავდა და არასწორ ინვესტიციებს ანხორციელებდა. შედეგად, სერია A-ში ჩატარებული თერთმეტი ტურის შემდეგ, გუნდი 12 ქულით მე-11 ადგილზეა, 16 ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის ზონას და მხოლოდ 3 ქულა აშორებს გასავარდნ მე-18 ადგილს. აღსანიშნავია, რომ 1981 წლიდან დღემდე, ეს გუნდის არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტია. მაშინ, 32 წლის წინ, სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი სერია B-ში დაქვეითდა.

ვარაუდობენ, რომ გალიანის გაძევების შემთხვევაში “მილანის” ვიცე-პრეზიდენტის პოსტს გუნდის ექს-კაპიტანი პაოლო მალდინი დაიკავებს.

 

0.126376