კალათბურთი

15:21 | 9.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბანკი “მონტეპასკის” ტოვებს

სიენას “მონტეპასკის” მთავარი მწვრთნელი ლუკა ბანკი, რომელიც ქართველ ფორვარდ ვიქტორ სანიკიძეს მაინცდამაინც არ სწყალობს, მიმდინარე სეზონის შემდეგ, დიდი ალბათობით, კლუბს დატოვებს. თანაც, ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუკი სიენელები ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შპორტანდო ავრცელებს, რომლის თანახმადაც ბანკის საკუთარ რიგებში მილანის “ემპორიო არმანი” ეპატიჟება. ცნობისთვის, იტალიური ფლეი ოფის პირველ რაუნდში მილანელებს სწორედ “მონტეპასკიმ” მოუგო.

როგორც ირკვევა, “ემპორიო არმანის” ინტერესის სფეროში მანუჩარ მარკოიშვილის ყოფილი კლუბის “კანტუს” თავკაცი ანდრეა ტრინკიერიც მოექცა, რომელიც მიმდინარე კონტრაქტის გაგრძელებას ასევე არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის ფინალი სტარტს 11 ივნისს აიღებს და მასში სანიკიძის გუნდი “ასეა რომას” ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120275