“ვალენსიას” არგენტინელი ნახევარმცველის, ევერ ბანეგას აგენტი ადასტურებს, რომ მისი კლიენტის შეძენით იტალიური გუნდები არიან დაინტერესებულნი.
“ინტარესი იტალიიდან? ნამდვილად არსებობს, მაგრამ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. არც “ვალენსიას” პრეზიდენტთან მისაუბრია, არც ჩემს კლიენტთან და არც დაინტერესებულ მხარესთან. ყველა საკითხი “ვალენსიას” ხელმძღვანელობის გავლით გადაწყდება. ბანეგას დონის ფეხბურთელის გადაბირებას ბევრი გუნდი ისურვებდა, მაგრამ ტრანსფერის განხორციელებაზე საუბარი ნაადრევია.” – აცხადებს ბანეგას აგენტი მარსელო სიმონიანი Europa Calcio-სთვის მიცემულ ინტერვიუში.