ფეხბურთი

20:16 | 3.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბანეგა წასვლაზე დაფიქრდა

ზამთრის სატრანსფერო სეზონში, ესპანური “ვალენსიას” შუახაზელი ევერ ბანეგა გარემოს გამოცვლას გეგმავს. არგენტინელის აგენტმა მარსელო სიმონიანმა განაცხადა, რომ თავისი კლიენტის ტრანსფერის თაობაზე რამდენიმე კლუბს უკვე ესაუბრა.

“მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უკვე რამდენიმე კლუბთან კონტაქტი უკვე მქონდა. უახლოეს პერიოდში, “ვალენსიას” ყველა ვარიანტს გავაცნობ და ჩემი კლიენტის ბედიც გადაწყდება”, - ციტირებს სიმონიანის სიტყვებს იტალიური პრესა.

ცნობისათვის, “ვალენსიამ” ბანეგა “ბოკა ხუნიორსისგან” 20 მილიონ დოლარად შეიძინა.

 

0.114434