თამაშგარე

11:20 | 25.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელის სატრფო – მილანის მოდის კვირეულის ვარსკვლავი

ჩვენს მკითხველს ალბათ ახსოვს, განური წარმოშობის იტალიელი ფორვარდის, ევრო-2012-ის ერთ-ერთ გმირად წოდებული ფეხბურთელის, მარიო ბალოტელის შესახებ რომ ვწერდით, როგორ ერთობოდა მეძავებთან მაშინ, როცა მისი შეყვარებული, იტალიელი მოდელი, ლამაზმანი რაფაელა ფიკო მის მზეს ფიცულობდა და მისი ცოლობისთვისაც კი ემზადებოდა.

მარიოს განავარდებას მეძავებში, რა თქმა უნდა, რაფაელასგან საპასუხო რეაქცია მოჰყვა და თითქმის ქორწილამდე მისული რომანი კინაღამ ჩაიშალა. მაგრამ ქალი რის ქალია, რომ კრიტიკულ სიტუაციაში გამოსავალი არ მოძებნოს. ასე მოიქცა მშვენიერი რაფაელაც და მილანის მოდის კვირეულზე პოდიუმზე ნახევრადშიშველი წარსდგა მაყურებლის წინაშე. ამან კი ნამდვილი ფურორი მოახდინა – იგი მართლაც რომ შესაშურ ფორმაშია ცოტა ხნის წინ შვილის გაჩენის მიუხედავად და ყველას ათქმევინა, რომ ბალოტელი მას მართლაც ღირსეულად დაუბრუნდა. 

 

0.149666