ფეხბურთი

10:30 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელის ჯილარდინო შეცვლის

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ კონფედერაციათა თასზე ესპანეთთან გასამართი ნახევარფინალური მატჩის წინ ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ ტრავმირებულ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის ალბერტო ჯილარდინოთი ჩაანაცვლებს.

“გადაწყვეტილება რა თქმა უნდა მიღებული მაქვს. ბალოტელის ნაცვლად ჯილარდინოს ვათამაშებ. Aმ ფეხბურთელს “პარმადან” და “ფიორენტინადან” კარგად ვიცნობ და მიმაჩნია, რომ იგი იტალიის ნაკრების განაცხადში მყოფი ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია” – განაცხადა პრანდელიმ.

იტალია – ესპანეთი დღეს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11401