მარიო ბალოტელის აგენტი მინო რაიოლა ლონდონის “არსენალს” აქებს და მისი კლიენტის მიერ გუნდის გამოცვლას არ გამორიცხავს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მილანის” თავდამსხმელს “არსენალი” ეპატიჟება. როგორც ჩანს, გავრცელებული ინფორმაცია უბრალო ჭორი არაა.
“არსენალი” ფანტასტიკური გუნდია. მარიოს შეძენა მსოფლიოში მაქსიმუმ 10 გუნდს შეუძლია. ჩემი კლიენტი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის შედის. სატრანსფერო ფანჯრის დახურვაზე ამ საკითხზე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ.” – ციტირებს რაიოლას სიტყვებს Sky Sports-ი.