ფეხბურთი

18:06 | 6.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელიმ ვარჯიში განაახლა

იტალიური “მილანის” ერთ-ერთი ლიდერი მარიო ბალოტელი ვარჯიშს დაუბრუნდა და პარასკევს, “ჯენოასთან” გასამართი მატჩისთვის ის სრულ მზადყოფნაშია.

სერია A-ს გასულ ტურში, “სუპერ მარიომ” წვივის არეში ტკივილის გამო ვერ ითამაშა. იყო იმის ალბათობა, რომ ის ვერც “ჯენოას” წინააღმდეგ გასამართ დაპირისპირებაში მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ დღეს, ფეხბურთელმა ვარჯიში განაახლა.

ბალოტელის გამოჯანმრთელება მასიმილიანო ალეგრისთვის კარგი ამბავია იმ მხრივ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, “ბარსელონასთან” გასამართი მატჩის წინ, ის ჯამპაოლო პაცინის დასვენებას უპირებს და მის ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში ბალოტელიმ უნდა ითამაშოს. როგორც იცით, თავად მარიოს, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს.

0.117223