ფეხბურთი

17:02 | 8.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელიმ “სიტისთან” შეხვედრა ისურვა

იტალიური “მილანის” ახალწვეულ მარიო ბალოტელის უეფას ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში თავის ყოფილ კლუბთან – “მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრა სურს. ამის შესახებ თავად იტალიელმა განუცხადა “ქალაქელთა” ოფიციალურ საიტს.

“მილანში”, ყველანი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაზე ვფიქრობთ. ამ ტურნირზე მოხვედრა საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე გვსურს. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონთა ლიგაში “მანჩესტერ სიტიც” იქნება და იმედია, “ეტიჰადზე” მალე დავბრუნდები. ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, “სიტისთან” შეხვედრა ძალიან მინდა, რადგან იქაურ გულშემატკივრებს მადლობას კიდევ ერთხელ ვეტყვი”, - განაცხადა იტალიის ეროვნული ნაკრების შემტევმა.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელი “სიტიდან” “მილანში” იანვრის სატრანსფერო სეზონში გადავიდა.

 

0.116817