კონფედერაციის თასის მიმდინარე გათამაშებაში, იტალიის ნაკრების ფორვარდი მარიო ბალოტელი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. Football Italia-ს ცნობით, ტრავმის გამო, 22 წლის მეგოლემ ეროვნული ნაკრები დატოვა და შინ დაბრუნდა.
ბალოტელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ბრაზილიის ნაკრებთან მატჩში (2:4) შეექმნა. მოსალოდნელი იყო, რომ “მილანის” ფორვარდს მხოლოდ 1/2-ფინალის გამოტოვება მოუწევდა, მაგრამ როგორც ირკვევა, მისთვის ტურნირი დასრულებულია.
მოგეხსენებათ, ტრავმის გამო, კონფედერაციის თასზე ვეღარც იტალიელი ინიაციო აბატე იასპარეზებს.