“მილანის” 23 წლის ვარსკვლავი მარიო ბალოტელი არ იცვლება. მისთვის დღეში ერთი სულელური საქციელი უკვე საკმარისი აღარაა.
26 იანვარს, “კალიარისთან” გამართული მატჩის დროს, მეტოქე გუნდის გულშემატკივრების შეურაცხყოფის გამო, მან ხელი ყვითელ ბარათსა და ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას გამოჰკრა. იმავე ღამეს, მილანის ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბალოტელიმ იტალიაში ცნობილ მომღერალთან და ტელეწამყვანთან, ფრანჩესკო ფაკეტინისთან იჩხუბა.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ღამის კლუბში მომხდარი ინციდენტის დროს სერიოზულად არავინ დაშავებულა, რადგან დაცვა საქმეში დროულად ჩაერია.