"მილანის" ფორვარდ მარიო ბალოტელის სჯერა, რომ მის ყოფილ კლუბ “მანჩესტერ სიტის” უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში კატალონიის “ბარსელონას” დამარცხება ძალუძს. ამის შესახებ იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა განუცხადა აპენინურ მედიას.
“რა თქმა უნდა, “სიტის” “ბარსელონას” ეტაპის დაძლევა შეუძლია. იმედია, მანჩესტერელები ამას გააკეთებენ. “ქალაქელთა” რიგებში ბევრი მეგობარი მყავს და მათი ბედი მანაღვლებს. ფაქტია, “ბარსასთან” დუელი რთული იქნება”, - განაცხადა “მილანის” შემტევმა.
ცნობისათვის, “სიტისა” და “ბარსელონას” პირველი 1/8-ფინალური მატჩი 18 თებერვალს, “ეტიჰად სტედიუმზე” ჩატარდება.