ფეხბურთი

11:00 | 20.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი: “მილანმა” გამარჯვება ზეედორფს მიუძღვნა”

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში, “ვერონასთან” გამარჯვების (1:0) შემდეგ, ერთადერთი გოლის ავტორმა, მარიო ბალოტელიმ განაცხადა, რომ ამ გამარჯვებას ახალ მწვრთნელს, კლარენს ზეედორფს უძღვნიან.

“კვირას ზეედორფის სამწვრთნელო დებიუტი შედგა და ამ გამარჯვებას მას ვუძღვნით, - უთხრა ბალოტელიმ Sky Sports Italia-ს, - პირველი მატჩი ყოველთვის რთულია. ჩვენ ასეთ მდგომარეობაში თავად ჩავიგდეთ საკუთარი თავი და ახლა ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს. თამაშის წინ ზეედორფმა გვითხრა, რომ მეტოქე წნეხში მოგვექცია და ბოლომდე არ მოვდუნებულიყავით. ვფიქრობ, მწვრთნელის დავალება შევასრულეთ. ვიმედოვნებთ, “ვერონასთან” გამარჯვება გარდამტეხი მომენტი იქნება “მილანისთვის” წლევანდელ სეზონში.”

შეგახსენებთ, რომ მე-20 ტურის შემდეგ “მილანი” სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.

0.115339