ფეხბურთი

16:16 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი ესპანეთთან ვერ ითამაშებს

იტალიის ეროვნული ნაკრების შეტევის ხაზის ლიდერი მარიო ბალოტელი საკუთარ გუნდს კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში, ესპანეთის წინააღმდეგ 27 ივნისს გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება.

Football Italia-ს ცნობით, ამის მიზეზი ტრავმაა, რომელიც 23 წლის ფორვარდმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ბრაზილიასთან 2:4 წაგებულ მატჩში მიიღო.

იტალიის ეროვნული ნაკრების ექიმმა ენრიკო კასტელაციმ განაცხადა, რომ ბალოტელის მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და 27 ივნისამდე აღდგენითი პროცესის დასრულებას უბრალოდ ვერ მოასწრებს.

აღსანიშნავია, რომ იტალიელებს მხრის ტრავმის გამო უკვე გამოაკლდათ ინიაციო აბატე. ტრავმები აწუხებთ და ესპანეთთან შესაძლოა ვერ ითამაშონ ანდრეა პირლომ და რიკარდო მონტოლივომ.

0.117286