იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი მარიო ბალოტელი დანიის ნაკრებთან პარასკევს გასამართ მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ იტალიური მედიასაშუალებები იუწყებიან.
საქმე ისაა, რომ “მილანის” შემტევმა ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო. ამ კვირაში, თავდამსხმელმა რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა. რამდენადაც ცნობილია, “სუპერ მარიოს” ბარძაყის კუნთი აწუხებს.
სავარაუდოდ, ბალოტელი სომხეთის ნაკრებთან სამშაბათს გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს