იტალიური “მილანის” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი, “ლივორნოსთან” ქულების დაკარგვის შემდეგ აცხადებს, რომ მის გუნდს იღბალი აკლია.
“ყოველთვის კარგ ფორმაში ვიყავი. არანაირი პრობლემა არ მქონია. უბრალოდ, “ლივორნოსთან” მატჩამდე, გარკვეული დროის განმავლობაში, გოლები ვერ გამქონდა. სულ ესაა.
“მილანი” ნებისმიერ მეტოქეს სიფრთხილით უნდა მიუდგეს. ყოველთვის ისე ხდება, რომ მეტოქე კონტრშეტევას განახორციელებს და გოლს ვუშვებთ.
“მილანი” კარგად თამაშობს. გოლების გატანა დავიწყეთ, რაც ადრე პრობლემა იყო. ახლა, მცირე იღბალი გვჭირდება, რადგან არ გვიმართლებს ხოლმე.” – ციტირებს ბალოტელის სიტყვებს Sky Italia.
სერია A-ს მე-15 ტურში, “მილანმა” “ლივორნოსთან” 2:2 ითამაშა. “როსონერის” მხრიდან ორივე გოლი ბალოტელიმ გაიტანა.