ფეხბურთი

20:05 | 9.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი 3 მატჩით დასაჯეს

 

იტალიური “მილანის” თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვან დროს, 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ამის მიზეზი 22 წლის შემტევის მიერ არბიტრის შეურაცხყოფაა.

“ფიორენტინასთან” გამართული მატჩის შემდეგ, რომელშიც “მილანმა” ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, ბალოტელი ერთ-ერთ მსაჯთან მივიდა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დღეს, ცნობილი გახდა, რომ ამის გამო, “მილანის” თავდამსხმელს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

მომდევნო სამ თამაშს “მილანი” “ნაპოლისთან”, “იუვენტუსთან” და “კატანიასთან” გამართავს.

“მილანში” გადასვლის შემდეგ, ბალოტელიმ 8 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

0.113078