მიუნხენის “ბაიერნის” ტრავმირებული ახალწვეული ტიაგო ალკანტარა მოედანზე გასვლას უახლოეს პერიოდში შეძლებს. “რეკორდმაისტერის” ოფიციალური საიტის ცნობით, კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა მკურნალობის პროცესი დაასრულა და კონდიციების აღდგენაზე იწყებს მუშაობას.
“უკანასკნელმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. “ბაიერნის” ახალწვეული სრულფასოვანი ვარჯიშის დასაწყებად მზადაა. უკანასკნელ კვირებში, ტიაგო სპეციალურად დამზადებულ ფეხსაცმელს ატარებდა და ვარჯიში არ შეეძლო”, - ნათქვამია “ბაიერნის” განცხადებაში.
ტრავმის გამო, ტიაგომ მიუნხენელთა მაისურით მხოლოდ 3 მატჩის ჩატარება მოასწრო.