ფეხბურთი

20:42 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნს” შვაინშტაიგერი 3 კვირით გამოაკლდა

მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერი ბასტიან შვაინშტაიგერი ფეხბურთის თამაშს დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

30 წლის ნახევარმცველმა ტრავმა ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩში მიიღო. როგორც ირკვევა, მისი უახლოეს მომავალში დაბრუნება არ იგეგმება.

“დარწმუნებულნი ვართ, რომ შვაინშტაიგერის ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ რამდენიმე კვირის განმავლობაში მოცდა მაინც მოგვიწევს. ბასტიანი ერთ კვირაში ვერ გამოჯანმრთელდება.” – აცხადებს “ბაიერნის” წარმომადგენელი კარლ-ჰაინც რუმენიგე.

0.121027