ფეხბურთი

12:01 | 20.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნს” ნახევარმცველები უბრუნდება

მიუნხენის “ბაიერნი”, ტრავმების გამო, რამდენიმე საკვანძო ნახევარმცველის გარეშეა დარჩენილი, თუმცა სიტუაცია უკეთესობისკენ იქნება და სულ მალე, ისინი ძირითად გუნდს შეუერთდებიან.

გერმანიის ბუნდესლიგის ოფიციალური საიტის ცნობით, მარიო გიოტცემ უეფას სუპერთასის მატჩში მიღებული ტრავმა უკვე მოიშუშა, აღდგენითი პროცესი დაასრულა და ორიოდე დღეში, სრული დატვირთვით ვარჯიში შეეძლება.

დაახლოებით იგივე სიტუაციაა ხავი მარტინესთან დაკავშირებით, რომელმაც ინდივიდუალური პროგრამით, მსუბუქი ვარჯიში უკვე დაიწყო და მალე, მოედანზე დაბრუნების იმედი აქვს. უფრო რთულადაა ტიაგო ალკანტარას საქმე, რომელმაც ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და დაახლოებით სამი კვირა, სპეციალური სახვევით მოუწევს სიარული. მან ვარჯიში უკვე დაიწყო, მაგრამ გუნდს, გარკვეული დროით, კვლავაც ვერ დაეხმარება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11469