ფეხბურთი

19:28 | 2.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნმა” გიოტცე წარადგინა

 

მიუნხენის “ბაიერნმა”, დღეს, 21 წლის შემტევი ნახევარმცველი მარიო გიოტცზე გულშემატკივრებს წარუდგინა.

“დორტმუნდის” ყოფილი ფეხბურთელი რომ კარიერას მიუნხენურ გრანდში განაგრძობდა, ეს ცნობილი ჯერ კიდევ შემოდგომაზე გახდა. არსებობს მოსაზრება, რომ გიოტცემ “ბაიერნს” ფულის გამო მიაშურა. ცოტა ხნის წინათ, ამაზე მიანიშნა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, მატს ჰუმელსმა, მაგრამ “რეკორდმაისტერის” ახალწვეული აცხადებს, რომ მიუნხენში მის გადასვლას, უპირველესად, სპორტული მიზეზები აქვს.

“წარსულზე საუბარი არ მსურს. მატსმა ბოდიში მომიხადა და ამიტომ, ამ თემაზე საუბარი არ მინდა. ჩემთვის, ახალი გამოწვევა მნიშვნელოვანი იყო. უნდა მომეძებნა გუნდი, რომელშიც უფრო გავიზრდებოდი. მხოლოდ სპორტული მოტივები მამოძრავებდა, მეტი არაფერი.” – აცხადებს გიოტცე, რომელიც გამოჯანმრთელების პროცესზეც საუბრობს. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო, მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თავისი ამჟამინდელი გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშა. “რეაბილიტაციის პროცესს სპეციალურად შედგენილი ინდივიდუალური პროგრამით გავდივარ. ახლა, მთავარი სწორედ ესაა. თუმცა, შესაძლოა, ძალიან მალე, მსუბუქი დატვირთვით ვარჯიში დავიწყო.”

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნს” მარიო გიოტცეს ტრანსფერი 37 მილიონი ევრო დაუჯდა. მიუნხენელებმა ფეხბურთელთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

0.108718