ფეხბურთი

16:04 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნმა” ალკანტარა თვენახევრით დაკარგა

სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მიუნხენის “ბაიერნის” ცენტრალური ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა მოედანს თვენახევრის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება.

Football Espana-ს ცნობით, უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ 22 წლის ესპანელს მარცხენა მუხლის მყესი ნაწილობრივ აქვს გახეული და ექვს კვირაში მისი მოედანზე დაბრუნება საუკეთესო შემთხვევაში მოხდება, ხოლო თუ მკურნალობა გეგმის მიხედვით არ წარიმართება, მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.

სამაგიეროდ, ტიაგო ალკანტარა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სრულფასოვან აღდგენას მოასწრებს და ეს ინფორმაცია ვინსენტე დელ ბოსკოს უთუოდ გაახარებდა, მაგრამ არავინ იცის როგორ ფორმაში იქნება ის თვენახევრიანი უქმობის შემდეგ.

0.114819