ფეხბურთი

22:59 | 2.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ „აინტრახტთან“ გაილაღა

გერმანიის ბუნდესლიგის მე–19 ტური მიუნხენის „ბაიერნისთვის“ ძალზე წარმატებული გამოვიდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა „აინტრახტს“ უმასპინძლა და საკმაოდ იოლად იმარჯვა.

„რეკორდმაისტერმა“ „ალიანს არენაზე“ შეკრებილ გულშემატკივრებს ზეიმი მოუწყო და გოლებითაც საკმარისად ასიამოვნა. ფრანკფურტელთა რბევა მე–12 წუთზე დაიწყო – მარიო მანჯუკიჩის პასით მარიო გიოტცემ იხეირა და მიუნხენელები წინ გაიყვანა. ტაიმის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე, ფრანკ რიბერი აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში და „ბაიერნი“ შესვენებაზე მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიყვანა.

გასარკვევი ისღა იყო, რამდენს გაიტანდნენ მასპინძლები. 67–ე წუთზე, მარიო გიოტცეს პასი არიენ რობენმა დაუფასა და სტუმართა მეკარე უშანსოდ დატოვა – 3:0. ორიოდ წუთში, უკანახაზელმა დანტემაც იხეირა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა, მატჩის ბოლოს კი, წერტილი ხორვატმა მარიო მანჯუკიჩმა დასვა – 5:0.

უხვგოლიანი გამოვიდა დღის მეორე დაპირისპირებაც. ბერლინში, ადგილობრივმა „ჰერტამ“ „ნიურნბერგს“ უმასპინძლა და უქულოდ დარჩა. არადა, მასპინძლებმა მატჩი საკმაოდ კარგად დაიწყეს – ადრიან რამოსმა შეხვედრის დებიუტშივე დააწინაურა თავისი გუნდი და 3 ქულის მოპოვების რეალური იმედიც ჩაუსახა. „ჰეტრას“ სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს ანგარიში, მეორე ტაიმში კი, იოსიპ დრმიჩის დუბლის წყალობით, მოიგეს კიდეც 1:3.

„ჰერტას“ ქართველი მცველი ლევან კობიაშვილი განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა.

 

ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“. 38000

ჰერტა – ნიურნბერგი 1:3 (1:1)

ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, ვან დენ ბერგი (პეკარიკი 23), რონი, ნჟენგი, ჰოსოგაი (ვაგნერი 77), შელბრედი, ლუსტენბერგერი, შულცი (მუკჰტარი 71), ალაგი, რამოსი.

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

ნიურნბერგი: შეფერი, პინოლა, ჩენდლერი, პლატენჰარდტი, ფოილნერი, გლოუშეკი, კიოტაკე (გებჰარტი 82), პეტრაკი, ფრანცი, გინჩეკი, დრმიჩი.

მწვრთნელი: გერტიან ვერბეკი

გოლი: 1:0 რამოსი (4), 1:1 ფოილნერი (20), 1:2 დრმიჩი (68), 1:3 დრმიჩი (90პ.)

გაფრთხილება: ვან დენ ბერგი (2), რონი (64), ლუსტენბერგერი (81) – ფრანცი (33), ფოილნერი (71), გებჰარტი (90)

კარში დარტყმა: 13 (6) – 11 (4) ჯარიმა: 20 - 27 კუთხური: 3 - 3 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 1 – 5

 

მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000

ბაიერნი – აინტრახტი 5:0 (2:0)

ბაიერნი: ნოერი, ლამი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა (კონტენტო 75), რიბერი, ტიაგო, შაქირი (რობენი 65), გიოტცე (პისარო 75), მანჯუკიჩი.

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

აინტრახტი: ტრაპი (ვიდვალდი 77), რუსი, მადლუნგი, ჯაკპა, იუნგი, ბარნეტა (აიგნერი 62), როზენტალი, მაიერი, შვეგლერი (ვაისი 65), ფლიუმი, ხოსელუ.

მწვრთნელი: არმინ ფე

გოლი: 1:0 გიოტცე (12), 2:0 რიბერი (44), 3:0 რობენი (67), 4:0 დანტე (69), 5:0 მანჯუკიჩი (89)

კარში დარტყმა: 25 (21) – 9 (7) ჯარიმა: 16 - 12 კუთხური: 12 - 2 თამაშგარე: 0 - 6 ბურთის ფლობა: 68% - 32% სეივი: 7 – 16

0.117042