ფეხბურთი

1:53 | 6.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნის“ ქულა და "დორტმუნდის" მარცხი

გერმანიის ბუნდესლიგის მე–8 ტურის დღევანდელმა მატჩებმა ფავორიტებისთვის წარუმატებლად ჩაიარა. ვერცხლის სინისთვის მებრძოლი „დორტმუნდი“ „გლადბახთან“ დამარცხდა, მოქმედი ჩემპიონი „ბაიერნი“ კი,  „ლევერკუზენთან“ ფრეს დასჯერდა.

„ბორუსიების“ ჯახში, პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა, მაგრამ მატჩის მიწურულს, მოვლენები ბევრისთვის მოულოდნელად განვითარდა. 81–ე წუთზე, დორტმუნდელმა მატს ჰუმელსმა საჯარიმო მოედანში დაარღვია თამაშის წესი და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. მისი შესრულება მაქს კრუზემ ითავა და მასპინძლები წინ გაიყვანა.

იურგენ კლოპის გუნდმა თამაშის გადარჩენა სცადა  და შეუტია, მაგრამ გოლი ისევ თავის კარში მიიღო – მიონხენგლადბახელთა კონტრშეტევა რაფაელმა დააგვირგვინა და სტუმართა იმედებს ცივი წყალი გადაასხა.

ტურის ცენტრალური მატჩი „ბაი არენაზე“ შედგა, სადაც „ლევერკუზენი“ „ბაიერნს“ დაუხვდა. მატჩის მთავარი მოვლენები 2–წუთიან მონაკვეთში განვითარდა – გუნდებმა გოლები გაცვალეს და როგორც შემდეგ გაირკვა, თითო ქულა მოიპოვეს.

30–ე წუთზე, ფრანკ რიბერიმ მეტოქეს თავგზა აუბნია და ტონი კროოს უპასა, ამ უკანასკნელმა კი, მასპინძელთა მეკარე უშანსოდ დატოვა – 0:1. სტუმართა სიხარულმა მხოლოდ წუთს გასტანა – სიდნეი სემმა წონასწორობა აღადგინა და ლევერკუზენელებს ქულა გადაურჩინა.

საინტერესო მატჩი შედგა შტუტგარტშიც – ადგილობრივმა კლუბმა ბრემენის „ვერდერი“ მიიღო. თამაში მეტ–ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ლოგიკური შედეგითაც დასრულდა – 1:1.

ბევრისთვის მოულოდნელად, პირველ ბუნდესლიგაში აღზევებულმა „ბრაუნშვაიგმა“ „ვოლფსბურგი“ „ფოლკსვაგენ არენაზე“ დაამარცხა და ტურში მეორე სენსაციაც „გამოაცხო“.

რაც შეეხება „შალკეს“, გელზენკირხენელები „აუგსბურგს“ დაუხვდნენ და წარუმატებელი სტარტის შემდეგ, მეტოქეს 4 ბურთი გაუტანეს – 4:1.

 

გელზენკირხენი. „ფელტინს არენა“. 60100

შალკე – აუგსბურგი 4:1 (2:1)

შალკე: ჰილდებრანდი, უჩიდა, ჰიოვედესი, აოგო, სანტანა, ბოატენგი (მეიერი 68), ნოიშტედტერი, კლემენსი (კოლაზინაკი 84), ჰიოგერი, დრაქსლერი, სალაი (აიჰანი 88).

მწვრთნელი: იენს კელერი

აუგსბურგი: მანინგერი, კალსენ–ბრაკერი, ვერჰაგი, კლავანი, ოსტშოლეკი, ვერნერი (ჰოლცჰაუზერი 73), ბაიერი, ჰანი, ფოგტი, ალტინტოპი (იუნ–ჰო 18), მიოლდრსი (მილიკი 83).

მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

გოლი: 0:1 მიოლდერსი (10), 1:1 ბოატენგი (16პ.), 2:1 სალაი (28), 3:1 სალაი (78), 4:1მეიერი (86)

გაფრთხილება: უჩიდა (64) – ვერნერი (60), ვერჰაგი (79), ოსტშოლეკი (84)

კარში დარტყმა: 13 (7) – 10 (4) ჯარიმა: 10 - 14 კუთხური: 2 - 3 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 66% - 34% სეივი: 3 – 3

 

შტუტგარტი. „მერსედეს ბენც არენა“. 50410

შტუტგარტი – ვერდერი 1:1 (1:1)

შტუტგარტი: კირშბაუმი, ბოკა, შვაბი, საკაი, რიუდიგერი, გენტნერი, იორგენსენი, ტრაორე (ვერნერი 88), მაქსიმი, ჰარნიკი, იბიშევიჩი.

მწვრთნელი: ტომას შნაიდერი

ვერდერი: მილიცი, პრედლი, კალდიროლა, გარსია, ფრიცი, ჰანტი, ელია (ლორენცენი 88), იუნუზოვიჩი, ეკიჩი (სელასი 66), კროოსი, პეტერსენი.

მწვრთნელი: რობინ დუტი

გოლი: 1:0 ჰარნიკი (6), 1:1 პეტერსენი (37)

გაფრთხილება: იბიშევიჩი (13) – ეკიჩი (34), გარსია (90)

კარში დარტყმა: 20 (13) – 7 (6) ჯარიმა: 10 - 11 კუთხური: 13 - 1 თამაშგარე: 3 - 0 ბურთის ფლობა: 64% - 36% სეივი: 5 – 12

 

მაინცი. „კოფას არენა“. 30000

მაინცი – ჰოფენჰაიმი 2:2 (0:2)

მაინცი: მიულერი, ნოვესკი, პოსპეხი, ჩჟუ–ჩუ, ბელი, სოტო, ზიმლინგი (მალი 66), მიულერი, მორიცი (ჩუპო–მოტინგი 25), გეისი, ოკაზაკი (პარკერი 66).

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, აბრაჰამი, ვესტერგორი, ტოლიანი, პოლასნკი (შტრობლი 78), რუდი, ფირმინო, ელიუნუსი (ზიულე 86), მოდესტი (შიპლოკი 22), ფოლანდი.

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლი: 0:1 ფოლანდი (14), 0:2 ფირმინო (22), 1:2 ჩუპო–მოტინგი (82), 2:2 ნოვესკი (90)

გაფრთხილება: პოსპეხი (72) – შიპლოკი (46), ზიულე (88)

კარში დარტყმა: 17 (14) – 14 (4) ჯარიმა: 23 - 18 კუთხური: 7 - 1 თამაშგარე: 9 - 4 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 2 – 12

 

მიონხენგლადბახი. „ბორუსია პარკი“ 54000

გლადბახი – დორტმუნდი 2:0 (0:0)

გლადბახი: შტეგენი, ვენდტი, შტრანცლი, დომინგესი (ბრაუვერსი 56), ნორდტვეიტი (კრამერი 82), იანტშკე, არანგო, რაფაელი, ჯაკა, კრუზე, ჰერმანი (ჰრგოტა 77).

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, დურმი, შაჰინი (გიუნტერი 89), ბენდერი (ჰოფმანი 72), მხითარიანი (ბლაშჩიკოვსკი 77), გროსკროიცი, როისი, ობამეიანგი, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლი: 1:0 კრუზე (81პ.), 2:0 რაფაელი (86)

გაფრთხილება: შტრანცლი (85), კრამერი (90) – გროსკროიცი (36), ლევანდოვსკი (90)

გაძევება: ჰუმელსი (81)

კარში დარტყმა: 6 (5) – 27 (13) ჯარიმა: 10 - 11 კუთხური: 1 - 9 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 45% - 55% სეივი: 13 – 3

 

ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 30210

ლევერკუზენი – ბაიერნი 1:1 (1:1)

ლევერკუზენი: ლენო, ბენიში, სპაჰიჩი, ტოპრაკი, დონატი, რაინარცი, როლფესი, სემი (კრუზი 81), ბენდერი, კანი (ჰიუნ–მინი 68), კისლინგი (ჰეგელერი 84).

მწვრთნელი: სამი ჰიპია

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა, შვაინშტაიგერი, რიბერი (შაქირი 71), კროოსი (გიოტცე 85), მიულერი (მანჯუკიჩი 80).

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლი: 0:1 კროოსი (30), 1:1 სემი (31)

გაფრთხილება: ბენიში (52) – ბოატენგი (67)

კარში დარტყმა: 5 (4) – 27 (18) ჯარიმა: 15 - 8 კუთხური: 2 - 14 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 30% - 70% სეივი: 17 – 3

 

ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგე არენა“. 30000

ვოლფსბურგი – ბრაუნშვაიგი 0:2 (0:1)

ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, შეფერი (პერიშიჩი 46), როდრიგესი, კნოხე, პოლაკი (კალიჯური 58), დიეგო, გუსტავო, ტრეში, ჩჟა–ჩოლი, ოლიჩი (კუტშკე 70).

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

ბრაუნშვაიგი: დაფარი, დოგანი, რაიხელი, ბიჩაკჩიჩი, კალიჯური, პერტელი (ერლი 80), ტოიერკაუფი, ბოლანდი, ელაბდელაუი, ბელარაბი (კრუპკე 88), ადემი (კუმბელა 70).

მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი

გოლი: 0:1 ბელარაბი (30), 0:2 კუმბელა (86)

გაფრთხილება: ოლიჩი (60), დიეგო (75) – ადემი (53), ტოიერკაუფი (71), ბოლანდი (84)

კარში დარტყმა: 17 (11) – 7 (4) ჯარიმა: 22 - 27 კუთხური: 7 - 2 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 63% - 37% სეივი: 2 – 11

 

1. ბაიერნი 8 6 2 0 15:3 20
2. დორტმუნდი 8 6 1 1 21:7 19
3. ლევერკუზენი 8 6 1 1 18:8 19
4. გლადბახი 8 4 1 3 19:13 13
5. ჰანოვერი 8 4 1 3 11:11 13
6. ჰერტა 8 3 3 2 14:9 12
7. შტუტგარტი 8 3 2 3 16:10 11
8. შალკე 8 3 2 3 14:17 11
9. ვერდერი 8 3 2 3 9:12 11
10. ჰოფენჰაიმი 8 2 4 2 20:20 10
11. მაინცი 8 3 1 4 12:17 10
12. აუგსბურგი 8 3 1 4 9:15 10
13. ვოლფსბურგი 8 3 0 5 9:11 9
14. აინტრახტი 7 2 2 3 10:12 8
15. ნიურნბერგი 7 0 5 2 9:12 5
16. ჰამბურგი 7 1 2 4 12:19 5
17. ბრაუნშვაიგი 8 1 1 6 5:18 4
18. ფრაიბურგი 7 0 3 4 8:17 3

 

 

6 ოქტომბერი: ნიურნბერგი – ჰამბურგი, ფრაიბურგი – აინტრახტი.

ბომბარდირები: იბიშევიჩი („შტუტგარტი“), ლევანდოვსკი („დორტმუნდი“), მოდესტე („ჰოფენჰაიმი“), ნ.მიულერი („მაინცი“) – 6.

0.181918