ფეხბურთი

13:20 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” ზამერს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

 

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობამ გუნდის სპორტულ დირექტორ მათიას ზამერთან ახალი 3-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა. ბავარიელები გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველის საქმიანობით კმაყოფილნი არიან და მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ კონტრაქტს ვადა 2015 წელს ეწურება, თადარიგს აქედანვე იჭერენ.

შეგახსენებთ, ზამერმა სპორტული დირექტორის თანამდებობაზე კრისტიან ნერლინგერი შეცვალა. გასულ სეზონში მას, გუნდის თამაშით უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვის გამო, ყოფილ მთავარ მწვრთნელ იუპ ჰაინკესთან კონფლიქტი ჰქონდა, მაგრამ გაუგებრობა სწრაფადვე მოგვარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113956