მიუნხენის “ბაიერნი” ფრანგული პსჟ-ის ახალგაზრდა ნახევარმცველ მარკო ვერატის შეძენით დაინტერესდა.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, გერმანელები 21 წლის იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის შეძენას იმ შემთხვევაში ეცდებიან, თუ ის პარიზელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდება.
შეგახსენებთ, რომ ვერატის პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. მისი შეძენით მადრიდის “რეალიცაა” დაინტერესებული.