მიუნხენის “ბაიერნის” სამწვრთნელო შტაბი “ლევანტეს” მეკარით, კეილორ ნავასით დაინტერესდა. კოსტა რიკის ნაკრების გოლკიპერის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენებ კარგ თამაშს ბოლო დროს რამდენიმე გამოხმაურება მოჰყვა ნავასის მსურველი კლუბების მხრიდან. მათ შორის ყველაზე აქტიურად ესპანური სააგენტოები მადრიდის “რეალის” ვარიანტს განიხილავდნენ, მაგრამ საქმე მხარეებს შორის მოლაპარაკების წამოწყებამდე აღარ მისულა. ამ ეტაპზე კი, როგორც ჩანს, გამორჩეულად ბავარიელები აქტიურობენ.
გერმანული გამოცემების ცნობით, “ბაიერნის” ხელმძღვანელობა მზადაა, კეილორ ნავასის ტრანსფერში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს.