ფეხბურთი

12:52 | 13.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” MLS-ის “ვარსკვლავების” წინააღმდეგ

გერმანიის ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიუნხენის “ბაიერნი” მომავალ ზაფხულს, ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) გუნდების “ყველა ვარსკვლავის” მეტოქე იქნება.

ფიფას ოფიციალური საიტის ცნობით, მატჩი “ოცნების გუნდთან” 6 აგვისტოს, პორტლენდში გაიმართება.

“ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ პირველი გერმანული გუნდი, რომელიც MLS-ის “ყველა ვარსკვლავის” წინააღმდეგ ითამაშებს” - განაცხადა “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხესეპ გვარდიოლამ.

გასულ ზაფხულს MLS-ის “ვარსკვლავები” იტალიურ “რომასთან” 1:3 დაამარცხდნენ, ხოლო 2012 წელს “ვარსკვლავებმა” ლონდონის “ჩელსის” 3:2 ძლიეს. წინა პერიოდში “ყველა ვარსკვლავის” წინააღმდეგ “მანჩესტერ იუნაიტედს”, “ევერტონსა” და გვადალახარის “ჩივასს” უთამაშიათ.

0.113791