ლონდონის “არსენალს” მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდის – მარიო მანჯუკიჩის შეძენა სურს, მაგრამ გერმანულ მხარესთან ფინანსურ საკითხებზე ვერ თანხმდება. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.
როგორც ირკვევა, მიუნხენელები ხორვატ თავდამსხმელში 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ. ლონდონელებს იმედი აქვთ, რომ “ბაიერნი” სატრანსფერო თანხას დააკლებს.
აღსანიშნავია, რომ “არსენალის” გარდა, მანჯუკიჩის გადაბირება მილანის “ინტერსა” და “ვოლფსბურგს” სურთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გერმამიაში ჯობია დარჩეს თან გაძლიერდება ვოლფსბურგი
თუ სუარესი წავიდა არ გამოვრიცხავ ლივერპულმა ეს დაითრიოს და უეჭველი მიდის გუნდიდან მევასება მარიო არაფრით ჩამოუვარდება ლევანდოვსკის მეორე მარიოც მაგარია მაგრამ იმან არამგონია დატოვოს მილანი
მანჯუ და სტარიჯი წყვილში ვერ ითამაშებენ თუ სტარუჯს გადაწევენ ფლანგზე ეგ სხვა საქმეა
ლევანა უფრო კლასნია...
არა მგონია დააკლოს, მით უმეტე არსენალის გარდა სხვა მსურველებიც არიან
20 მილიონი გირვანქა ნამდვილად ღირს,ვოლსფურგში წავიდეს კარგი იქნება,გაძლიერდება გუნდი