ფეხბურთი

12:51 | 7.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” ლუის გუსტავოს გასაშვებად მზადაა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ლუის გუსტავო შეიძლება “ვოლფსბურგში” გადავიდეს. ბავარიული კლუბის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ შესაძლო ტრანსფერის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

“თუკი “ვოლფსბურგი” ფეხბურთელს შეუთანხმდება, მაშინ მოლაპარაკებაში “ბაიერნიც” ჩაერთვება”, – განაცხადა რუმენიგემ.

შეგახსენებთ, გერმანული სპორტული გამოცემების მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვოლფსბურგი” მზადაა, ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გაიღოს. თავად ლუის გუსტავოს კი წლიური გასამრჯელო 7 მილიონი დაუნიშნოს.

 

0.123567