მიუნხენის “ბაიერნის” სამწვრთნელო შტაბი “ფიორენტინას” ნახევარმცველ ხუან გილერმო კუადრადოთი დაინტერესდა. გერმანული პრესის ცნობით, ბავარიული კლუბის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა კოლუმბიელ ფეხბურთელს პირველივე ტურებიდან აკვირდება და ახლახან კონკრეტულ ნაბიჯებზეც გადავიდა – ფლორენციაში უკვე ჩავიდა “ბაიერნის” წარმომადგენელი, რომელმაც ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკება უნდა წამოიწყოს.
ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე ხუან გილერმო კუადრადოს შეძენა მადრიდის “რეალსაც” სურდა, მაგრამ “ფიორენტინამ” ფეხბურთელის ტრანსფერზე დაყენებისგან თავი შეიკავა.