ფეხბურთი

19:48 | 5.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” დავიდ ლუიზით დაინტერესებას უარყოფს

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე აცხადებს, რომ გერმანული კლუბის მიერ დავიდ ლუისით დაინტერესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია.

“ბევრი ჭორი ვრცელდება, განსაკუთრებით ინგლისურ პრესაში. ჩვენს კლუბს დავიდ ლუისთან და რამდენიმე ესპანელ ფეხბურთელთან აკავშირებენ. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფეხბურთელები “ბაიერნის” ინტერესის სფეროში არ შედიან. დასამალი არაფერი გვაქვს და ეს საკითხი განსახილველიც კი არაა.” – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს “ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115489