ფეხბურთი

3:07 | 6.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ და „სიტი“ 1/8-ფინალში, „იუვენტუსი“ - ბოლო ადგილზე

 

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის პირველ სათამაშო დღეს, შესაძლო 4 გუნდიდან 1/8-ფინალის საგზური ორმა მოიპოვა და ორივე მათგანი D ჯგუფიდანაა. შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვება ფორმალობად იქციეს „პარი სენ ჟერმენმა“ და „რეალმა“. ეს უკანასკნელი, დღის ცენტრალურ მატჩში, ცუდ მდგომარეობაში მყოფ „იუვენტუსს“ დაუზავდა.

ტურინში გამართულ შეხვედრაში „იუვენტუსს“ მოგებისთვის ბრძოლის ვალდებულება ჰქონდა. ანტონიო კონტეს გუნდმა პირველი ტაიმი მოიგო კიდეც. 42-ე წუთზე, ვარანმა თანამემამულე პოგბა საკუთარ საჯარიმოში წააქცია და ვიდალმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა. ეს იყო მე-13 პენალტი (თერთმეტმეტრიანების სერიის გამოკლებით), რომელიც „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე გაუშვა. ამ მაჩვენებლით, მადრიდელები აქამდე რეკორდსმენ „არსენალს“ გაუტოლდნენ.

ანჩელოტის გუნდმა ანგარიში მე-2 ტაიმის დაწყებიდან მალევე გაათანაბრა. მარტინ კასერესმა, საკუთარ ნახევარზე, ბურთი ბენზემას ჩააბარა, ხოლო ფრანგის მიერ დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა რონალდუმ, ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლების მიხედვით, რუდ ვან ნისტელროის, ფილიპო ინძაგისა და ერნან კრესპოს რეკორდი (8 გოლი) გაიმეორა. გარდა ამისა, პორტუგალიელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც კალენდარული წლის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგაზე თავი 14-ჯერ გამოიჩინა. ეს გოლი სარეკორდო სხვა მხრივაც იყო - „რეალმა“ მოსკოვის „სპარტაკის“ მიერ 1991-95 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა და ჩემპიონთა თაზე/ლიგაზე ზედიზედ მე-20 გასვლით მატჩში გაიტანა.

რონალდუს გოლიდან 8 წუთში, პორტუგალიელმა „რეალის“ კიდევ ერთ ვარსკვლავს, გარეთ ბეილს უპასა, ხოლო უელსელმა, საჯარიმოს გარედან, ბუფონს ახლო კუთხეში გაუტანა და წინ „სამეფო კლუბი“ გაიყვანა.

„იუვენტუსსა“ და „რეალს“ შორის გამართულ შეხვედრებში ფრე არ იყო დაფიქსირებული. ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ეს ნული ფერნანდო ლიორენტემ გააქრო, რომელმაც კასერესის კარგ ჩაწოდებას ზუსტი თავური მოაყოლა და „რეალს“ მე-2 მატჩშიც გაუტანა. თუმცა, ბასკის ამ გოლმა „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-6 მოუგებელი თამაშის ჩატარებისგან ვერ იხსნა.

ჯგუფის მე-2 მატჩში „კოპენჰაგენმა“ „გალათასარაი“ დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ „იუვენტუსმა“ ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. თუ მომდევნო ტურში „ბებერმა ქალბატონმა“ ქულები კვლავ არ დაკარგა, მე-2 ადგილზე გამსვლელი გუნდი ბოლო დღეს, თურქეთში, „გალათასარაისა“ და „იუვენტუსს“ შორის გასამართ დაპირისპირებაში გამოვლინდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორივე მერვედფინალისტი ცნობილია D ჯგუფში. ერთადერთი გუნდი, რომელმაც 3 ქულა სტუმრად აიღო მიუნხენის „ბაიერნია“. მოქმედი ჩემპიონი „პლზენს“ სტუმრობდა და დიდი უპირატესობის მიუხედავად, გვარდიოლას შეგირდებმა მინიმალური სხვაობით იმარჯვეს, თუმცა მანჯუკიჩის გოლი ლიგაზე ზედიზედ მე-9 თამაშის მოგებისთვის და „ბარსელონას“ რეკორდის გამეორებისთვის საკმარისი მაინც იყო.

ერთზე მეტი ბურთის სხვაობით მოგება მხოლოდ „სიტიმ“ მოახერხა. „ქალაქელებმა“ მოსკოვის ცსკა-ს დღის ყველაზე უხვგოლიან მატჩში სძლიეს. 7 ბურთი სამ ფეხბურთელზე გადანაწილდა - აქტივში დუბლები ჩაიწერეს სერხიო აგუერომ და სეიდუ დუმბიამ, ხოლო ალვარო ნეგრედომ ჰეთ თრიქი გაიფორმა. 363-დღიანი პაუზის შემდეგ, ნეგრედო გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე, რომელმაც ერთ მატჩში 3 გოლი გაიტანა, თან ერთი მარცხენა ფეხით, ერთი მარჯვნათი და ერთიც თავით.

„მანჩესტერ სიტი“ გახდა მე-3 ინგლისური გუნდი „არსენალისა“ და „ჩელსის“ შემდეგ, რომელსაც, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, სასტარტო შემადგენლობაში არცერთი ინგლისელი არ ჰყავდა.

ორივე თამაში უგოლოდ დასრულდა A ჯგუფში. დონეცკში, „შახტარმა“ „ლევერკუზენს“ ბევრი მომენტი კი შეუქმნა, მაგრამ უკრაინელებმა საჭირო გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

სან სებასტიანში, დევიდ მოიესმა რობინ ვან პერსის თამაში სათადარიგოთა სკამზე დააწყებინა და ალბათ ინანა, რომ ჰოლანდიელი მოედანზე შეუშვა. „მანჩესტერის“ შემტევმა ჯერ ცარიელი კარის ძელს მოარტყა ბურთი, შემდეგ კი, თერთეტმეტრიანიც გააფუჭა.

დღის ყველაზე დიდ მოულოდნელობად „პარი სენ ჟერმენის“ მიერ „ანდერლეხტთან“ გამართულ საშინაო მატჩში ქულების დაკარგვა იქცა. მოგების შემთხვევაში, ლორან ბლანის გუნდი 1/8-ფინალის საგზურს ინაღდებდა, მაგრამ პარიზელებმა სათანადოდ არ მოინდომეს და დაისაჯნენ კიდეც. პსჟ-მ, რომელიც გოლის გატანას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა, პირველი ბურთი საკთარ კარში მიიღო. ეს 68-ე წუთზე მოხდა, ხოლო ორ წუთში, ზლატანმა ანგარიში გაათანაბრა და მიმდინარე გათამაშებაში თავისი მე-7 გოლი გაიტანა.

 

A ჯგუფი

შახტარი-ლევერკუზენი 0:0

დონეცკი, “დონბას არენა”

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი, სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი, ფერნანდო, ჰუბშმანი, დუგლას კოსტა (ტაისონი 78), ალექს ტეიშეირა, ბერნარდი (ილსინიო 65), ფერეირა (ადრიანო 78).

მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ.

ლევერკუზენი (4-3-3): ლენო, დონატი, სპაჰიჩი, თორფაქი, ბოენიში, ბენდერი, როლფესი, კასტრო (ჩანი 69), სონი (ჰეგელერი 78), კისლინგი, სამი (კრუზე 90+3).

მწვრთნელი: სამი ჰიიპია.

გაფრთხილებები: ფერეირა 71, ალექს ტეიშეირა 74 – ბენდერი 46, ბოენიში 62, ჩანი 75.

მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 17 (9)-11 (7), კუთხური: 11-6, თამაშგარე: 2-1, სეივი: 7-9, ჯარიმა: 14-11.

 

სოსიედადი-მანჩესტერი 0:0

სან სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-1-2-3): ბრავო, კ. მარტინესი, გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა, ბერგარა, პარდო (პრიეტო 72), სურუტუსა, ველა, აგირეჩე (კასტრო 64), გრიზმანი (სეფეროვიჩი 80).

მწვრთნელი: იაგობა არაზატე.

მანჩესტერი (4-4-2): დე ხეა, სმოლინგი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, ვალენსია, ფელაინი, გიგზი, კაგავა (ჯონსი 90+1), რუნი (ვან პერსი 63), ერნანდესი (იანგი 64).

მწვრთნელი: დევიდ მოიესი.

69-ე წუთზე ვან პერსიმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.

გაფრთხილებები: ბერგარა 69 – ფელაინი 31, ევრა 51.

გაძევება: ფელაინი 90.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 10 (1)-6 (2), კუთხური: 7-7, თამაშგარე: 0-2, სეივი: 2-1, ჯარიმა: 8-16.

1. მანჩესტერი     4     2     2     0     6:3    8    

2. ლევერკუზენი   4     2     1     1     8:5    7    

3. შახტარი  4     1     2     1     3:5    5    

4. სოსიედადი      4     0     1     3     1:5    1         

 

 

B ჯგუფი

იუვენტუსი-რეალი 2:2 (1:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი, კასერესი, ბარძალი, ბონუჩი, ასამოა, ვიდალი, პირლო, პოგბა, ტევესი (კვალიარელა 82), ლიორენტე (ჯოვინკო 88), მარკიზიო.

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

რეალი (4-3-3): კასილიასი, რამოსი, ვარანი, პეპე, მარსელო, ხედირა, ალონსო (ილიარამენდი 71), მოდრიჩი, ბეილი (დი მარია 75), ბენზემა (ხესე 81), რონალდუ.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

გოლები: 1:0 ვიდალი (42, პენ), 1:1 რონალდუ (52), 1:2 ბეილი (60), 2:2 ლიორენტე (65).

გაფრთხილებები: პირლო 44 – მოდრიჩი 35, ვარანი 41.

მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი).

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 21 (14)-17 (8), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 1-1, სეივი: 6-12, ჯარიმა: 10-8.

 

კოპენჰაგენი-გალათასარაი 1:0 (1:0)

კოპენჰაგენი, “პარკენი”

კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი, იაკობსენი, მელბერგი, სიგურდსონი, ბენგტსონი, გისლასონი (ბოლანიოსი 56), კლაუდემირი (მარგრეიტერი 87), დელენი, ბრაატენი, იორგენსენი, ტუტუჰი (კრისტენსენი 76).

მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი.

გალათასარაი (4-4-2): ისკანი, ებუე, კაია (ბულუთი 76), შეჯუ, რიერა, ბრუმა, ინანი, მელო, ა. ილმაზი (გულსელამი 63), ბ. ილმაზი (ამრაბათი 82), დროგბა.

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი.

გოლი: 1:0 ბრაატენი (6).

გაფრთხილება: რიერა 85.

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 8 (5)-12 (8), კუთხური: 8-6, თამაშგარე: 2-3, სეივი: 8-4, ჯარიმა: 14-12.

1. რეალი    4     3     1     0     14:4   10   

2. გალათასარაი   4     1     1     2     6:10   4    

3. კოპენჰაგენი     4     1     1     2     3:8    4    

4. იუვენტუსი      4     0     3     1     6:7    3    

 

 

C ჯგუფი

პსჟ-ანდერლეხტი 1:1 (0:0)

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

პაჟ (4-3-2-1): სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი, მარკინიოსი (სილვა 62), მაქსველი, მატუიდი, მოტა, ვერატი (მენეზი 76), ლუკასი, ლავესი (პასტორე 75), იბრაჰიმოვიჩი.

მწვრთნელი: ლორან ბლანი.

ანდერლეხტი (4-2-3-1): კამინსკი, ვანდენ ბორე, მბემბა, კუიატე, დეშახტი, კლიესტანი, მილივოიევიჩი, პრაეტი (აშემპონგი 79), დე ზეუვი (ნუიტნიკი 90+1), ნ’საკალა, მიტროვიჩი (ტიელემანსი 87).

მწვრთნელი: იონ ვან დენ ბრომი.

გოლები: 0:1 დე ზეუვი (68), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (70).

გაფრთხილებები: მაქსველი 57 – კლიესტანი 41, მილივოიევიჩი 48, კამინსკი 90+1.

გაძევება: კლიესტანი 82.

მსაჯი: მარიო სტრაჰონია (ხორვატია).

ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 18 (10)-7 (4), კუთხური: 8-3, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-9, ჯარიმა: 14-19.

 

ოლიმპიაკოსი-ბენფიკა 1:0 (1:0)

პირეოსი, “გეორგიოს კარაისკაკი”

ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): ხიმენესი, სალინო, მანოლასი, სიოვასი, ჰოლებასი, მანიატისი, სამარისი, იატაბარე (ნდინგა 56), სავიოლა (დომინგესი 46), ფუსტერი (ბონგი 74), მიტროღლუ.

მწვრთნელი: მიჩელი.

ბენფიკა (4-2-3-1): მორაესი, პერეირა, ლუიზაო, გარაი, სილვიო, პერესი, მატიჩი, ამორიმი (კავალეირო 78), გაიტანი, მარკოვიჩი (დურიჩიჩი 74), კარდოსო (ლიმა 71).

მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუსი.

გოლი: 1:0 მანოლასი (13).

გაფრთხილებები: იატაბარე 38, ხიმენესი 85, ნდინგა 89, დომინგესი 90+2 – პერეირა 33, მატიჩი 37, ამორიმი 42.

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 6 (2)-13 (9), კუთხური: 2-6, თამაშგარე: 3-0, სეივი: 9-1, ჯარიმა: 17-18.

1. პსჟ 4     3     1     0     13:2   10   

2. ოლიმპიაკოსი   4     2     1     1     6:5    7    

3. ბენფიკა   4     1     1     2     3:5    4    

4. ანდერლეხტი    4     0     1     3     1:11   1

 

 

D ჯგუფი

სიტი-ცსკა 5:2

მანჩესტერი, “ეტიჰედი”

სიტი (4-2-3-1): პანტილიმონი, საბალეტა, ნასტასიჩი, დემიკელისი, კლიში, ფერნანდინიო (მილნერი 46), ტურე, ნასრი (ნავასი 77), აგუერო, სილვა (კოლაროვი 66), ნეგრედო.

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი, ნაბაბკინი, ა. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი, მილანოვი (ელმი 46), ვერნბლუმი, მუსა (ზუბერი 45), ჰონდა (ვიტინიო 79), ტოშიჩი, დუმბია.

მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი.

გოლები: 1:0 აგუერო (3, პენ), 2:0 აგუერო (21), 3:0 ნეგრედო (30), 3:1 დუმბია (45+1), 4:1 ნეგრედო (51), 4:2 დუმბია (71, პენ), 5:2 ნეგრედო (90+2).

გაფრთხილებები: ტურე 57 – ტოშიჩი 12.

მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 15 (10)-11 (8), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 1-3, სეივი: 6-5, ჯარიმა: 15-5.

 

პლზენი-ბაიერნი 0:1 (0:0)

პლზენი, “დოოსან არენა”

პლზენი (4-2-3-1): კოზაჩიკი, რაიტორალი, სისოვსკი, პროჩაზკა, ჰუბნიკი (რეზნიკი 71), ჰორავა, ჰორვატი, პეტრზელა, კოლარი, დურიში (პოსპისილი 84), ტეცლი (ბაკოში 87).

მწვრთნელი: პაველ ვრბა.

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი, რაფინია, ვან ბუიტენი, კონტენტო, ალაბა, ლამი, მიულერი (მანჯუკიჩი 59), შვაინშტაიგერი (მარტინესი 59), კროოსი, რიბერი, გიოტზე (ვაიზერი 87).

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.

გოლი: 0:1 მანჯუკიჩი (65).

გაფრთხილებები: ჰუბნიკი 32, კოლარი 62, ჰორვატი 69.

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი).

ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 10 (5)-21 (16), კუთხური: 6-9, თამაშგარე: 4-1, სეივი: 15-5, ჯარიმა: 22-6.

1. ბაიერნი   4     4     0     0     12:1   12   

2. სიტი     4     3     0     1     11:6   9    

3. ცსკა     4     1     0     3     6:12   3    

4. პლზენი   4     0     0     4     2:12   0 

0.310628