Barcablaugranes.com-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" და პსჟ კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელით მუნირ ელ ჰადადით დაინტერესდნენ.
აღნიშნული კლუბები მზად არიან ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 19 წლის ფეხბურთელში 12 მილიონი ევრო გადაიხადონ.
მუნირმა "ბლაუგრანას" წინასასეზონო მომზადების პერიოდში ამხანაგურ მატჩებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ლუის ენრიკემ პრიმერა დივიზიონის მატჩებშიც ათამაშა. შედეგად, ახალგაზრდა თავდამსხმელმა ვისენტე დელ ბოსკეს მოწონება დაიმსახურა და "ფურია როხას" მაისურით მისი დებიუტი, ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მაკედონიის წინააღმდეგ შედგა.
გიორგი ბალახაძე