სასწაული უნდა მოხდეს, მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშება ვერცხლის სინით რომ არ დაასრულოს. იუპ ჰაინკესის გუნდი მონატრებულ ტიტულს ყოველ ტურში, ნაბიჯ–ნაბიჯ უახლოვდება.
დღევანდელ შეხვედრაში, მიუნხენელები „ჰოფენჰაიმს“ ეწვივნენ და შინ 3 ქულით დაბრუნდნენ. პირველი ტაიმის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, ფრანკ რიბერიმ მარიო გომესს თავით უპასა, გერმანელ ფორვარდს კი, მასპინძელთა კარის აღება არ გასჭირვებია – 0:1.
შესვენებიდან დაბრუნებულ „ბაიერნს“ მატჩის სადავეები ხელიდან არ გაუშვია და არც გამარჯვება დაუყენებია ეჭვქვეშ. მიუხედავად ამისა, ჰაინკესის დამოძღვრილებმა ანგარიშის გაზრდა ვერ შეძლეს და მინიმალური სხვაობით მოგებას დასჯერდნენ.
დიუსელდორფმის „ფორტუნასა“ და „მაინცის“ მატჩში მთავარი მოვლენები პირველ ტაიმში მოხდა. დიუსელდორფელებმა სწრაფი გოლის გატანა მოახერხეს – მე–6 წუთზე, ბუ სვენსონმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით აიღო სტუმართა კარი და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.
„ფორტუნამ“ ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახერხა, რაც ქულების დაკარგვად დაუჯდა. 41–ე წუთზე, გამოცდილმა ივან კლასნიჩმა წონასწორობა აღადგინა და როგორც შემდეგ გაირკვა, თავის გუნდს ქულა გადაურჩინა – 1:1.
ზინსჰაიმი. „რაინ ნეკარ არენა“. 30000
ჰოფენჰაიმი – ბაიერნი 0:1 (0:1)
ჰოფენჰაიმი: გომესი, შრეკი (დერდიოკი 76), ჯონსონი, აბრაჰამი, ვესტერგორი, ოქსი, ვაისი, ვილიამსი, უსამი (ფირმინო 46), დე კამარგო, ფოლანდი (ხოსელუ 70).
მწვრთნელი: მარკო კურცი
ბაიერნი: შტარკე, ლამი, ბოატენგი, დანტე, ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი, რიბერი, ალაბა, შაქირი (გუსტავუ 64), მიულერი, გომესი (მანჯუკიჩი 75).
მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი
გოლი: 0:1 გომესი (38)
გაფრთხილებები: ვილიამსი (54), შრეკი (69), დერდიოკი (82) – ბოატენგი (13)
კარში დარტყმა: 7 (2) – 16 (9) ჯარიმა: 23 - 12 კუთხური: 4 - 7 თამაშგარე: 3 - 6 ბურთის ფლობა: 35% - 65% სეივი: 6 – 2
დიუსელდორფი. „ესპრიტ არენა“. 40000
ფორტუნა – მაინცი 1:1 (1:1)
ფორტუნა: გიფერი, ვან დენ ბერგი, მალეზასი, ლატკა, ბალოგუნი, ლამბერცი (ფინკი 90), ბოჯეკი, ბელინგჰაუზენი, ტეშე (ბოლი 60), კრუზი, შაჰინი (რაფაელი 60).
მწვრთნელი: ნორბერტ მაიერი
მაინცი: ვეტკლო, ნოვესკი, პოსპეხი, ზაბავნიკი (კალიჯური 38), სვენსონი, ზიმლინგი, ივანშიცი, ბაუმჰარტლინგერი, მალი, კლასნიჩი (მიულერი 46), პარკერი (სალაი 80).
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
გოლები: 1:0 სვენსონი (6პ.), 1:1 კლასნიჩი (41პ.)
გაფრთხილებები: ლატკა (20), ლამბერცი (82), რაფაელი (88) – ზაბავნიკი (15), მიულერი (70)
კარში დარტყმა: 7 (4) – 4 (3) ჯარიმა: 13 - 14 კუთხური: 7 - 3 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 44% - 56% სეივი: 2 – 3
1. | ბაიერნი | 24 | 20 | 3 | 1 | 64:8 | 63 |
2. | დორტმუნდი | 24 | 13 | 7 | 4 | 54:28 | 46 |
3. | ლევერკუზენი | 24 | 13 | 6 | 5 | 45:31 | 45 |
4. | აინტრახტი | 24 | 11 | 5 | 8 | 38:35 | 38 |
5. | ფრაიბურგი | 24 | 9 | 9 | 6 | 30:23 | 36 |
6. | შალკე | 24 | 10 | 6 | 8 | 41:39 | 36 |
7. | ჰამბურგი | 24 | 10 | 5 | 9 | 29:33 | 35 |
8. | მაინცი | 24 | 9 | 7 | 8 | 32:29 | 34 |
9. | გლადბახი | 24 | 8 | 10 | 6 | 33:34 | 34 |
10. | ჰანოვერი | 24 | 10 | 3 | 11 | 47:45 | 33 |
11. | შტუტგარტი | 24 | 8 | 5 | 11 | 26:42 | 29 |
12. | ფორტუნა | 24 | 7 | 7 | 10 | 29:32 | 28 |
13. | ნიურნბერგი | 24 | 6 | 10 | 8 | 24:31 | 28 |
14. | ვერდერი | 24 | 8 | 4 | 12 | 39:48 | 28 |
15. | ვოლფსბურგი | 24 | 7 | 6 | 11 | 24:37 | 27 |
16. | აუგსბურგი | 24 | 4 | 9 | 11 | 21:36 | 21 |
17. | ჰოფენჰაიმი | 24 | 4 | 4 | 16 | 27:49 | 16 |
18. | ფიურტი | 24 | 2 | 8 | 14 | 14:37 | 14 |
8 მარტი: აუსგბურგი – ნიურნბერგი.
9 მარტი: ბაიერნი – ფორტუნა, შალკე – დორტმუნდი, ფრაიბურგი – ვოლფსბურგი, მაინცი – ლევერკუზენი, ფიურტი – ჰოფენჰაიმი, გლადბახი – ვერდერი.
10 მარტი: ჰანოვერი – აინტრახტი, შტუტგარტი – ჰამბურგი.
ბომბარდირები: ლევანდოვსკი (დორტმუნდი), კისლინგი (ლევერკუზენი) – 16, მანჯუკიჩი (ბაიერნი) – 15, მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი) – 12.
ირაკლი ჯაფარიძე