ფეხბურთი

15:19 | 21.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი”-“ბარსელონა” უნგრელებს ანდეს

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/2-ფინალურ მატჩს, სადაც ერთმანეთს მიუნხენის “ბაიერნი” და კატალონიის “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან, უნგრელი მსაჯები მოემსახურებიან. ამის შესახებ უეფას ოფიციალური საიტი იუწყება.

მთავარი არბიტრი ყველასთვის კარგად ნაცნობი ვიქტორ კაშაია. გვერდითი არბიტრის ფუნქციებს დერდ რინგი და რობერტ კიშპალი შეასრულებენ. მე-4 მსაჯი გაბორ ეროში იქნება, დამატებით ასისტენტებად კი, ტამაშ ბოგნარი და მიხაი ფაბიანი დაინიშნენ.

მიუნხენურ-ბარსელონური დაპირისპირება 23 აპრილს, “ალიანს არენაზე” ჩატარდება. 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119393