მიუნხენის “ბაიერნის” მცველ ჰოლგერ ბადშტუბერს კიდევ დიდ ხანს მოუწევს ლაზარეთში დარჩენა. “რეკორდმაისტერის” ოფიციალური საიტის ცნობით, გერმანელმა მუხლზე კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა.
ქირურგიულმა ჩარევამ კარგად ჩაიარა. 23 წლის მცველი სარეაბილიტაციო კურსს 10 დღეში დაიწყებს. ჯერჯერობით, ბადშტუბერის თამაშზე საუბარი არაა.
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა პირველი ოპერაცია დეკემბერში გაიკეთა.