მიუნხენის “ბაიერნის” ცენტრალურმა მცველმა, ჰოლგერ ბადშტუბერმა, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, მსუბუქი დატვირთვით ვარჯიში დაიწყო.
ბადშტუბერმა ტრავმა 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში მიიღო. მას ჯვარედინა მყესები ჰქონდა გაწყვეტილი, რაც ფეხბურთში ძალიან მძიმე დაზიანებად ითვლება. დღეს, “ბაიერნის” Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 24 წლის ფეხბურთელი მსუბუქი დატვირთვით, ჯერჯერობით უბურთოდ ვარჯიშობს.
მიუხედავად იმისა, რომ ბადშტუბერმა ვარჯიში განაახლა, მიმდინარე სეზონში მის მოედანზე დაბრუნებას არ ელიან.