მიუნხენის “ბაიერნის” 24 წლის ცენტრალური მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის იმედს არ კარგავს.
ჯვარედინა მყესების ტრავმის გამო, ბადშტუბერი უკვე ერთ წელზე მეტია უქმობს და ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება ის მოედანს.
“თუ რეაბილიტაციის პროცესი კარგად ჩაივლის, მალე გამოვჯანმრთელდები. ასეთ შემთხვევაში, რატომ არ უნდა ვიფიქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე?” – ციტირებს ბადშტუბერის სიტყვებს Bild-ი.